,,რადგან ოთხდღიანი სასტიკი საომარი მოქმედებების შემდეგ, რუსეთი ვერ ახერხებს უკრაინის სწრაფ დამარცხებას, ვლადიმერ პუტინი აპირებს, რომ ბელორუსიელი მოკავშირე, დიქტატორი ალექსანდრე ლუკაშენკო საოკუპაციო ომში ჩართოს“ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე წყარომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და 1 მარტს ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე, ილიუშინ ილ-76-ის სატრანსპორტო თვითმფრინავი მედესანტეებს გადასხამს.
თუმცა უცნობია კიევის დროით 05:00 საათს იგულისხმება თუ მინსკის დროით.
The Kyiv Independent წყაროს ინფორმაციით, ბელარუსი ჯარისკაცები შეიძლება განთავსდნენ კიევისა და ჟიტომირის ოლქებში რუსული დამპყრობლების დასახმარებლად.
გამოცემა წერს, რომ ბელორუსის სამხედრო აქტივობის შესახებ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია.
გუშინ, 28 თებერვალს ბელარუსის სამხედრო-სადესანტო დანაყოფების ყოფილმა მეთაურმა ვალერი შახაშიკმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ბელარუს სამხედროებს მოუწოდა არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებეს და არ ჩაერთონ მეგობრული ერის წინააღმდეგ ბრძოლაში.
გამოცემის ცნობით, ბელორუსიის რამდენიმე ათასი მოქალაქე 27 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით ომის წინააღმდეგ გამოვიდა.
გარდა ამისა, როგორც 27 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მრავალი მინიშნება იმაზე მეტყველებდა, რომ ბელორუსის სამხედროები მზადყოფნაში არიან მოყვანილი.
The Kyiv Independent აღნიშნავს, რომ ბელორუსული მედიიდან ცნობილია, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მოიცავს 45 000 სამხედრო მოსამსახურეს და 20 000 სამოქალაქო თანამშრომელს. არესტოვიჩის აზრით, მხოლოდ 17000 ბელორუსიელი სამხედრო მოსამსახურეა მნიშვნელოვანი საბრძოლო ეფექტურობის მქონე, ამიტომ მათი ჩართულობა, სავარაუდოდ, არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის, რომელმაც შეკრიბა სულ მცირე 150 000 ჯარისკაცი უკრაინაში შეჭრისთვის.
გამოცემა წერს, რომ ექსპერტების აზრით, ბელორუსის ჩართვა იქნება ესკალაციის ფაქტორი, თუმცა მას არ ექნება დრამატული ესკალაციის ეფექტი ომში. კერძოდ, ლუკაშენკომ შესაძლოა შეიჭრას უკრაინის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში, რომლებზეც ამჟამად რუსეთი არ არის ორიენტირებული.