სარაკეტო დარტყმამ გაანადგურა ოხტირკას სამხედრო ბაზა. დაღუპულია 70-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი. ამის შესახებ ინფორმაცია სურათთან ერთად, სადაც ჩანს როგორ მუშაობენ მაშველები ნანგრევებში მოყოლილების გადასარჩენად, სუმის რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენელმა დმიტრო ჟივიცკიმ გაავრცელა.
მისი თქმით, 1 მარტის ღამის მდგომარეობით, რეგიონის ჩრდილოეთით ვითარება მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ქალაქი კონოტოპი კვლავ ალყაში რჩება
როგორც ცნობილია, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა და ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.