საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France24-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.
ერთ-ერთი კითხვა რუსეთისადმი სანქციების დაწესების შესახებ ირაკლის ღარიბაშვილის კომენტარს შეეხებოდა.
„პირველ რიგში, არ ვიცი, ეს რატომ განაცხადა. ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ოკუპირებული ტერიტორიებით. არ ვიცი, რა ტიპის სანქციების დაწესება შეგვიძლია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის განცხადების გაკეთებას დიდი მნიშვნელობა აქვს მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რაც ახლა მნიშვნელოვანია და რასაც საქართველოსგან ელოდებიან, ეს სოლიდარობაა და აქაც ამის დემონსტრირებისთვის ჩამოვედი. ქართველი ხალხიც ამის დემონსტრირებას ახდენს“.