უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა თავის რუს კოლეგას, უთხრას თავის უფროსს, შეწყვიტოს დაბომბვა და არ დაადანაშაულოს უკრაინა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შეფერხებაში.
“რუსეთის ბარბაროსული ომის ტაქტიკა არის მშვიდობიანი მოსახლეობის ტაჯვით მანიპულირება. ახლა ლავროვი უკრაინას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის თავიდან აცილებაში ადანაშაულებს. უთხარით თქვენს უფროსს, შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების განურჩეველი დაბომბვა. აჩვენეთ მსოფლიოს, რომ რუსეთი სერიოზულად უყურებს მოლაპარაკებებს”,_ განაცხადა კულებამ.