დღეს, საქართველოს დროით 20:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს მსოფლიოს 5 ქალაქს, მათ შორის, თბილისსაც.
ტელეხიდის პარტნიორია ტელეკომპანია “ფორმულა”. ამის შესახებ განცხადებას ტელეკომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს
“ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, გელოდებით პარლამენტთან! ერთად ვუყუროთ და მოვუსმინოთ პრეზიდენტის მიმართვას დიდი ეკრანიდან და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ!” _ ნათქვამია ტელეკომპანიის მიმართვაში.