რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ფედერაციაში ოპერაციებს Mastercard და Visa წყვეტს.
როგორც reuters წერს, Mastercard-ის კომპანიის თქმით, რუსეთის ბანკების მიერ გაცემული Mastercard-ის ბარათები აღარ იქნება მხარდაჭერილი Mastercard-ის ქსელის მიერ, ხოლო ფედერაციის გარეთ გაცემული ნებისმიერი Mastercard-ის ბარათი არ იმუშავებს რუსულ საბანკო და საგადასახადო აპარატებზე.
ასეთივე შეზღუდვას აწესებს Visa-ც. financialpost ცნობით კი, Visa ამჟამად მუშაობს კლიენტებთან და პარტნიორებთან რუსეთში, რათა დასრულდეს უკანასკნელი ტრანზაქციები. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, რუსეთში გაცემული Visa ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციები ქვეყნის გარეთ აღარ შესრულდება. ასევე, ფინანსური ინსტიტცუიების მიერ რუსეთს გარეთ გაცემული Visa ბარათები ფედერაციაში აღარ იმუშავებს.
“გვიწევს ვიმოქმედოთ რუსეთის მიერ უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრისა და იმ მიუღებელი მოვლენების წინააღმდეგ, რომელთა მომსწრეც გავხდით… ეს ომი და მიმდინარე საფრთხე, მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ, გვავალდებულებს ჩვენი ღირებულებების შესაბამისად პასუხის გაცემას,” – ამბობს ალ კელი Visa-ს აღმასრულებელი დირექტორი.
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, საკრედიტო ორგანიზაციების პრესსამსახურებმა აცნობეს, რომ რუსული სბერბანკის მიერ გაცემული Visa-სა და Mastercard-ის ბარათები განაგრძობენ ქვეყნის შიგნით მოქმედებას, თუმცა მათი მეშვეობით ვერ გადაიხდიან საზღვარგარეთ, ასევე ვერც უცხოურ ონლაინ მაღაზიებში.
Visa არის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ციფრულ გადახდებში და მონაწილეობს 200-ზე მეტი ქვეყნის ფინანსურ ტრანზაქციებში.
[sexy_author_bio]