ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა მსახიობმა შონ პენმა უკრაინის ტერიტორია დატოვა. რუსეთ-უკრაინის ომის პირველივე დღეებიდან ამერიკელი მსახიობი ქალაქ კიევში იმყოფებოდა და ომის საშინელების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდა.
რამდენიმე დღის წინ ალყაშემორტყმული ქალაქის დატოვება მაინც მოუწია.
შონ პენმა კოლეგებთან ერთად უკრაინა უკვე დატოვა. მათ მანქანა გზაზე მიატოვეს და პოლონეთის საზღვრამდე ფეხით მივიდნენ. მსახიობმა გულშემატკივრებს ტვიტერზე ფოტოც გაუზიარა.
„მე და ჩემმა ორმა კოლეგამ მანქანა გზაზე მივატოვეთ და პოლონეთის საზღვრამდე რამდენიმე მილი ფეხით გავიარეთ“. – დაწერა შონ პენმა.
[sexy_author_bio]