გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მას ჭრილობები გულმკერდის, თავისა და მუცლის არეში მიაყენეს, შემდეგ კი მანქანა დააჯახეს.
დაშავებული გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო, მალევე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
წყარო: speqtri.ge