უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა.
უწყების ცნობით, ამის შემდეგ მოსკოვი შეეცდება ეს ფაქტი უკრაინულ მხარეს დააბრალოს. „ტერაქტში ჩვენი სამხედროების მონაწილეობის იმიტაციისთვის ოკუპანტები ცდილობენ ყალბი მტკიცებულებები შექმნან, რათა თავიანთი ვერსია დაადასტურონ“, _ აღნიშნულია განცხადებაში.