15 მარტს, აშშ-ს სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია პუტინის შესახებ. დოკუმენტში რუსი დიქტატორი, ფაქტობრივად, ცნობილ იქნა სამხედრო დამნაშავედ, _ იუწყება 24tv.ua.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ:
_ სენატი მკაცრად გმობს ძალადობას, სამხედრო დანაშაულს და დანაშაულს კაცობრიობის წინაშე, რომელსაც უკრაინაში ახორციელებს რუსეთის ჯარები პუტინის ხელმძღვანელობით.
_ სენატორები მოუწოდებენ საერთაშორისო სასამართლოებს, გამოძიონ პუტინის, მისი უშიშროების საბჭოს და სამხედრო მეთაურების დანაშაულებები.
_ ეს მხეცობა უნდა გამოვიძიოთ, როგორც სამხედრო დანაშაული, _ თქვა სენატში უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.
ცნობისთვის: სენატი რეზოლუციას კანონის სახელ არ აქვს, მაგრამ აღიქმება, როგორც მნიშვნელოვანი ზეწოლა პრეზიდენტ ბაიდენზე, რომ მან უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს პუტინის წინააღმდეგ.