რუსეთმა აშშ-ს ხელმძღვანელობას და მათთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა, _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
“აშშ-ს მიერ რუსეთის საწინააღმდეგო მკაცრი სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა სტოპსიაში შეიყვანა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, შტაბების გაერთიანებული კომიტეტის უფროსი მარკ მილი, აგრეთვე, უწყებების ხელმძღვანელები და ცნობილი ამერიკელები.
მათ ეკრძალებათ რუსეთში შემოსვლა
ცოტა ხანში სანქციები გაფართოვდება”, _ აცხადებს უწყება.