უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის კამენკას მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების 437-ე სასწავლო პოლკის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს. – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავმჯდომარემ ვალერი ზალუჟნიმ Facebook-ზე დაწერა.
მისი თქმით, კოლონა ეკუთვნოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების 47-ე სატანკო დივიზიის 437-ე სასწავლო პოლკს და 26-ე სატანკო პოლკის ბატალიონ-ტაქტიკურ ჯგუფს. ტექნიკა ხარკოვის ოლქის კამენკას მიმართულებით მოძრაობდა.
ავტორი: მერაბ ცაავა