უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს რუსი გენერალ-ლეიტენანტი, ანდრეი მორდვიჩევი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მორდვიჩევი ხერსონის ოლქში, ჩერნობაევსკის რაიონში უკრაინის გენშტაბის მიერ განხორციელებულ დარტყმას ემსხვერპლა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბოლო მონაცემებით, სულ 5 რუსი გენერალია მოკლული.