ისრაელელმა მკვლევარებმა სიმსივნესთან ბრძოლის ახალ, ბუნებრივ იარაღს მიაგნეს. ამის შესახებ ინფორმაციას jerusalem post ავრცელებს.
ახალმა დასკვნების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Cell-ში, მოხერხდა სიმსივნის უჯრედების ათასობით ცილიდან – მოლეკულის იდენტიფიცირება, რომელიც ახლად იდენტიფიცირებული ანტისხეულების სამიზნეა: მემბრანასთან დაკავშირებული პროტეაზას ფერმენტი, სახელად MMP14 (MT1-MMP).
ჯანმრთელ ადამიანში ეს მაკრატლის მსგავსი ფერმენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილების რემოდელირების პროცესში – მაგალითად, რეგენერაციის ან ჭრილობის შეხორცების დროს.
თუმცა სიმსივნის დროს ის მოქმედებს სიმსივნის მიკროგარემოში და კონტროლს სცილდება, ჭრის სიმსივნის უჯრედების ირგვლივ მატრიქსს და ამით ეხმარება მათ შემოიჭრას მიმდებარე ქსოვილში და გავრცელდეს სხვა ორგანოებში, რაც იწვევს სასიკვდილო მეტასტაზებს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ საკვერცხის სიმსივნეები შეიცავდა MMP14 ფერმენტის არანორმალურად მაღალ დონეს.
„ახლა ჩვენ ვაჩვენეთ, რომ პაციენტების იმუნურ სისტემას შეუძლია სიმსივნის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება“, – ამბობს პროფესორი ზივ შულმანი ვაიზმანის იმუნოლოგიის დეპარტამენტიდან, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევით ჯგუფს ინსტიტუტის ბიოლოგიური რეგულირების დეპარტამენტის პროფესორ ირიტ საგისთან ერთად.
როგორც ჩანს, ამ ბუნებრივ ანტისხეულებს არარეალიზებული თერაპიული პოტენციალი აქვთ“, – ამბობს საგი. „მეტი კვლევაა საჭირო, რათა გამოიყენონ ისინი მომავალ თერაპიებში ან დიაგნოსტიკის რეაგენტებად“.
კვლევა გზას უხსნის იმუნოთერაპიის განვითარების ახალ მიდგომას – რომელიც გამოიყენებს ბუნებრივ სიმსივნის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს საკვერცხის სიმსივნეზე, მათ განაცხადეს, რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას სიმსივნის სხვა ტიპებზეც.