აშშ-მა და ევროკავშირმა, თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რათა ევროპის რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეამცირონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ტელეკომოანია წერს, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ აშშ ევროკავშირს მიაწვდის, სულ მცირე, თხუთმეტ მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს წლის ბოლომდე. რომელიც ექვივალენტურია იმ გაზის, დაახლოებით 10 %, რომელიც ამჟამად რუსეთიდან იღებს.
ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.
როგორც BBC წერს, ამჟამად რუსეთი, ევროკავშირის გაზის საჭიროების დაახლოებით 40%-ს აწვდის.
ახალი გარიგება მოიცავს აშშ-სა და სხვა ქვეყნებს დამატებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, გასული წლის 22 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს. BBC აღნიშნავს, რომ ახალა რუსეთიდან იმპორტირებული გაზი დაახლოებით 24% იქნება.
შეთანხმება დღეს გამოცხადდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტის დროს. ბაიდენმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განიხილეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ახალი მხარდაჭერა შესთავაზეს კიევს.
რუსეთი ევროპის ენერგიის მთავარი მიმწოდებელია და უკრაინასთან რუსეთის ომმა ხელი შეუწყო ენერგეტიკის ფასების რეკორდულ ზრდას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ აიძულა ევროკავშირი დაედო პირობა, რომ წელს ორი მესამედით შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას სხვა ქვეყნებიდან იმპორტისა და განახლებადი ენერგიის გაზრდის გზით.