რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ევაკუატორს მძღოლი, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ბაქარ მარგველაშვილი 25 წლის იყო, მას ორსული მეუღლე და 1 წლის შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე ავარია 12 მარტს მოხდა. საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელშიც ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა მოსრიალდა და საპირისპირო მიმართულებით მიმავალ ევაკუატორს დაეჯახა. ავარიის შედეგად ადგილზე გარდაივალა 3 პოლიციელი.
,,შენ ჩემი დიდი ტკივილი ხარ.
ჩემო ბავშვობავ, შენ ჩემი ძმა იყავი და იქნები მუდამ.
არა, არ მჯერა, შენ რომ აღარ იქნები. რატომ ვერ გაუძელი?! ამდენი ხანი იბრძოლე, ახლაც გებრძოლა.
მეწვის გული. როგორი მძიმე ტკივილი ხარ”, – წერს სოციალურ ქსელში ბაქარის მეგობარი.