რუსმა ოკუპანტებმა ლვოვს რაკეტები ესროლეს – ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მერიც. ანდრეი სადოვის ინფორმაციით, დეტალებს სამხედრო ადმინისტრაციისგან ელოდება და იქამდე კი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გაავრცელონ ფოტოები და ვიდეო თავდასხმის ადგილიდან და დარჩნენ თავშესაფარში.
ლვოვში ცოტა ხნის წინ, რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგეს. ინფორმაცია თავდაპრველად ტერელგრამ არხებსა და სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ამავდროულად, ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ აღნიშნა, რომ დაახლოებით 16:30 საათზე ლვოვის მახლობლად სამი ძლიერი აფეთქება მოხდა კრივჩიცის მხრიდან.