რუსულ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე ეკონომიკური სანქციები შეიძლება მოიხსნას, თუ კრემლი დაასრულებს თავის “აგრესიას” უკრაინაში – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა გაზეთ Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები იყო “მყარი ბერკეტი”, მაგრამ დასძინა, რომ ეს შეიძლება დასრულდეს “ცეცხლის შეწყვეტით და ჯარების გაყვანით, ასევე აიღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რომ მომავალში აღარ ჩაერთვება მსგავს აგრესიულ ქმედებებშივ
“ეს სანქციები შეიძლება მოხსინას მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის და ჯარების გაყვანის შემთხვევაში, ასევე ვალდებულების აღებით, რომ არ იქნება შემდგომი აგრესია”, – თქვა თრასმა.
ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთი უნდა დარჩეს პრინციპულ პოზიციაზე “მშვიდობის მისაღწევად” და გააფრთხილა,რუსეთი, რომ ის “სერიოზული” უნდა იყოს მოლაპარაკებების მიმართ.
ცნობისთვის, გასულ კვირას გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა ახალი სანქციები ომის საპასუხოდ, რომლებიც ეხება რუსულ ბანკებსა და ბიზნეს ელიტებს, მათ შორის რუსეთის რკინიგზას. საგარეო უწყების ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან სანქციები რუსეთის 1000-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და კომპანიას დაუწესა.