Developed By Web Features 2024 © All rights reserved
საწვავზე ფასების ზრდის საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლაშა ჯოხაძემ გზის გახსნისკენ მოუწოდა. სამართალდამცველებმა აქციაზე ათამდე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ამ წუთებში გზის ნაწილი გახსნილია.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა მოაწყეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ახლა კონკრეტული ქმედებების განხორციელებაა საჭირო. შეკრებილებმა აქციზის გაუქმება მოითხოვეს, რაც მათი თქმით, საწვავზე ფასების კლებას გამოიწვევს.
წყარო: 1tv.ge
Developed By Web Features 2024 © All rights reserved