ბრიტანული წარმოების Starstreakის საჰაერო თავდაცვის სისტემა მზადაა განლაგდეს უკრაინაში დაუყოვნებლივ გამოსაყენებლად, რათა რუსეთის თვითმფრინავები დაუყოვნებლივ ჩამოაგდონ. ამის შესახებ The Mail-ს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლსმა განუცხადა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი “მეტს აკეთებს, ვიდრე ვინმე სხვა” ომით განადგურებული ქვეყნის დასახმარებლად.
,,ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ რაც უფრო მეტად ამაღლდებით იარაღის სისტემების დახვეწილობაში, მით მეტი ვარჯიში გჭირდებათ მათ გამოსაყენებლად, რის გამოც სწორედ ამიტომ, ძალისხმევის რეალური აქცენტი უნდა იყოს უკრაინელების დახმარება ან განაახლონ ან მოძებნონ რუსული ან საბჭოთა აღჭურვილობა, რომელიც უკვე მათ ინვენტარშია. მხოლოდ ბრიტანული ტანკების მიწოდება ნამდვილად არ იმუშავებს,“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
უოლესის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გამოსაყენებელი მომზადებაც უკვე გაიარეს.
ცნობისთვის, “სთარსთრიქი” ბრიტანული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომელიც შექმნილია ვერტმფრენებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავების განადგურებისთვის. ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტად მიიჩნევა