რამდენიმე წუთის წინ წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა უკრაინაში გაფრინდა. ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ დაუდასტურა.
მისი თქმით, ის ჩავა ქალაქ იავოროვში, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებული ქალაქია.
“ჩავიდა ჰუმანიტარული მისიით”,- ამობს ბელქანია.
“გურია ნიუსის” შეკითხვას _ მიიღებს თუ არა ის საომარ მოქმედებებში მონაწილეობას, მერის მოადგილე გვპასუხობს: “გურია ნიუსი”, მსგავსი არაფერი მითქვამს”.