ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი, რამზან კადიროვი მორიგ ვიდეო მიმართვას, თავის ტელეგრამის არხზე ავრცელებს, რომელიც ძალადობრივ მოწოდებას შეიცავს. მისი შეფასებით, თურქეთში მიმდინარე მოლაპარაკებებს არანაირი სარგებელი არ ექნება.
“ვფიქრობ, მოლაპარაკებებს რომელიც თურქეთში მიმდინარეობს არანაირი სარგებელი არ ექნება და კარგს არაფერს მოიტანს, დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, გავანადგუროთ ბენდერები, ნაცისტები და შაითანები! მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, გადავწყვიტოთ როგორ უნდა ვიმოქმედოთ”– ამბობს კადიროვი.
ცნობისთვის, ამ წუთებში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი თურქეთში მიმდინარეობს.