კიევის ოლქის ბუჩას მერმა, ანატოლი ფედორუკმა განაცხადა, რომ ქალაქი განთავისუფლდა რუსული ჯარებისგან. ამის შესახებ ფედორუკმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, იუწყება Ukrinform.
„31 მარტი ჩვენი ბუჩას თემის ისტორიაში შევა, როგორც გათავისუფლების დღე. ამიტომ დღეს ვაცხადებ, რომ ეს დღე სასიხარულოა. ეს არის დიდი გამარჯვება კიევის რეგიონში! და ჩვენ აუცილებლად დაველოდებით, რომ დიდი გამარჯვება იყოს მთელ უკრაინაში“, – განაცხადა ფედორუკმა.