საერთაშორისო წითელი ჯვრის გუნდმა მარიუპოლამდე ვერ მიაღწია და ქალაქში შესვლას ხვალ ისევ შეეცდება – CNN-ის ცნობით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ჯგუფმა თქვა, რომ მათ ვერ შეძლეს ალყაში მოქცეულ ქალაქამდე მისვლა, რათა ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებას.
გუნდი ხვალ ალყაში მოქცეულ ქალაქში გამგზავრებას ისევ გეგმავს.
„ოპერაციის წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ შეთანხმებებს და უზრუნველყონ აუცილებელი პირობები და უსაფრთხოების გარანტიები“, – თქვა ICRC-მ.
გარდა ამისა, პარასკევს უკრაინის დონეცკის ოლქის სამხედრო გუბერნატორმა განაცხადა, რომ რუსული ძალები არ უშვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას ალყაში მოქცეულ მარიუპოლამდე. პავლო კირილენკომ თქვა, რომ ქალაქი რჩება ბლოკადაში და რომ რუსული ძალები “არ ასრულებენ დანაპირებს” დახმარების მიწოდების ნებართვაზე.