ლანჩხუთში ახალგაზრდა პოლიციელის, ვაჟა ვენჯელაშვილის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან. გარდაცვლილის ახლობლები, მეგობრები და ნათესავები 28 წლის ახალგაზრდას ემშვიდობებიან და გუშინდელ დღეს იხსენებენ.
“ჩვენი ვაჟიკო, ჩვენი კეთილშობილი ბიჭი, ეს რას მაყურებინე ღმერთო, რა საშინელი დღე იყო გუშინ. როგორ ცდილობდი, ეწვალებოდი. შენი ბოლო სიტყვები, შენი აფორიაქებული სხეულის მოძრაობა არასოდეს გამოვა ჩემი გონებიდან. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, უდიდესი დანაკლისი ხარ, ჩვენი უბნის, სამეზობლოსი, მეგობრების და ყველა ახლობლისთვის. ამ დროს სიტყვები უძლურია, რით ან როგორ უნდა ვანუგეშოთ შენი გამწარებული დედა, ძმები, ან შენი ანგელოზი მაგდა!” _ წერს ფეისბუქმომხმარებელი თიკო ხვედელიძე.
ქეთინო სალთხუციშვილი: განგებამ დიდი ტკივილი მომაყენა… აპრილმა დიდი ტკივილს მაზიარა. დრო გადის და აპრილი ისევ დადგა და ისევ დიდ ტკივილს შევეჩეხე. ისევ საშინელი მორიგეობის მოწმე დავრჩი… მეხი გავარდნას გავდა, რომ დაირხა ვაჟიკოა ნაავარიები. ვერ გავიმეტე გასაფიქრებლად, რომ ეს შენ იქნებოდი. სული მეწვის, ეს ბუნთულა ბიჭი, სად დავინახე… მტკივა გული და მენანები, საითაც უნდა წახვიდე. უფალმა გაგინათოს გზა სასუფეველისკენ. ,ნათელში იყოს შენისული”.