დღეს, თბილისის დროით 15:02 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, სოფელ სამებასთან დღეს უკვე მეორე მიწისძვრა მოხდა. თბილისის დროით 10:43 საათზე, სოფელ სამებასთან 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.