უკრაინელმა რეჟისორმა, ოლეგ კავუნმა გამოაქვეყნა ციტატები, თუ როგორ ესაუბრებიან ბომბის თავშესაფარში მსხდომი პატარა უკრაინელი ბავშვები დედებს. სახელდახელოდ ვთარგმნე, _ წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელი ცვატა ბერძენიშვილი.
– დე, შენ უსმენ არესტოვიჩს?
– ხანდახან
– ყოველთვის უსმინე რა – უცებ რომ თქვას, სახლში დაბრუნება შესაძლებელიაო, არ გამოგვეპაროს.
– დე, სადაა ის ბავშვი, მარტომ რომ გადალახა საზღვარი? ჩვენ წავიყვანოთ რა, ძალიან ეშინია მარტოს.
– დე, კიდევ რამდენი ბომბი აქვთ?
– დე, თუ ჩვენს სახლს დაბომბავენ, შევძლებთ იქედან ჩემი ლეგოს ამოღებას?
– დე, თუ ღმერთი არ კლავს პუტინს, გამოდის, რომ ღმერთი უკრაინელებზე რაღაცის გამო გაბრაზდა?
– დე, კარგია, რომ ომი დილით ადრე დაიწყო, სხვა შემთხვევაში ბავშვები სკოლაში იქნებოდნენ უკვე წასული.
– დე, აღარ მაინტერესებს უკვე ბომბები, მოდი, კიივში დავბრუნდეთ.
– დე, რუსი ბავშვები უყურებენ ამ ომს? არ ვეცოდებით?
– დე, შენ ყოველთვის ამბობდი, რომ ბავშვების ოცნებები აუცილებლად უნდა ახდესო. ჩემი უკვე აღარ ახდება. ეს ნიშნავს, რომ უკვე გავიზარდე?
– დე, თუ ომი დიდხანს გაგრძელედება, მამას ხომ არ დავავიწყდებით?