ვერძი – ვარდისფერი
ვარდისფერ ფერს ბევრი აღიქვამს არასერიოზულად, მაგრამ ვარსკვლავები ამ შემთხვევაში სხვაგვარად ფიქრობენ. სითბო, სიმყუდროვე, სინათლე – ეს ვარდისფერ ტონებში იგრძნობა. დინამიური ვერძებისთვის ეს ფერი ნამდვილად შვების მომტანია. თუმცა, ვერძი ასევე კარგად იგრძნობს თავს ნარინჯისფერ და ოქროსფერ ტონებში.
კურო – შავი
მათთვის იდეალურია შავი ფერის ინტერიერი. ყავისფერი და ბეჟი კი მათი ფეთქებადი ხასიათის გაწონასწორებას შეუწყობს ხელს.
ტყუპები – ყვითელი
ინტერიერის ფერი განსაკუთრებით ტყუპებისთვისაა მნიშვნელოვანი. ნათელი მზისფერი იდეალურია ტყუპებისთვის. დასაშვებია ცისფერიც. ასეთ სახლში ტყუპები თავს ყოველთვის მყუდროდ იგრძნობენ.
კიბო – ღია–ლურჯი
კიბოებს შეგვიძლია შინაყუდა ხალხიც კი ვუწოდოთ. დამამშვიდებელი ცისფერი ტონები მათზე დადებითად მოქმედებს. ასევე – ნაზი იასამნისფერი, ლაჟვარდისფერი – ეს ის ფერებია, რომლებიც კიბოს თავს პოზიტიურად აგრძნობინებს.
ლომი – იისფერი
ლომს შეუძლია თავისი სასიცოცხლო ენერგიით სხვებიც დამუხტოს. იმ ამაღლებული განწყობის შექმნაში კი, რომელიც ლომისთვის ასე მნიშვნელოვანია, მას იისფერი დაეხმარება.
ქალწული – კრემისფერი
კრემისფერი და ბეჟი ტონები ქალწულს სიმყუდროვის და თავისი მიკრო-სამყაროს შექმნაში დაეხმარება. ღია ფერები ქალწულს სულიერ სიმშვიდეს მოუტანენ და ახალი ენერგიით დამუხტავენ.
სასწორი – მწვანე
მწვანე – ჰარმონიის ფერია, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სასწორებისთვის. ზურმუხტისფერი, სალათისფერი, მუქი მწვანე. ასეთი ტონის ინტერიერი სასწორების ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვლის.
მორიელი – წითელი
მორიელებს განვითარებული ინტუიცია და გრძნობები აქვთ. მათ ძალიან წაადგებათ წითელი ფერის ინტერიერი. ფორთოხლისფერი და შავი კი მათთვის სასურველ ატმოსფეროს შექმნის.
მშვილდოსანი – შოკოლადისფერი
ეს ფერი მშვილდოსანს გულგრილას არ დატოვებს. შოკოლადისფერი ტონები მას ფილოსოფიურ განწყობას უქმნიან. ასევე, იმ ოთახისთვის, სადაც მშვილდოსანი დიდ დროს ატარებს, ლურჯი და მწვანე ფერებიც გამოდგება.
თხის რქა – ნაცრისფერი
ნეიტრალური ფერების საშუალებით თხის რქა თავს უფრო ძლიერ და დისციპლინირებულ პიროვნებად მიიჩნევს. სწორედ ამაზე გაამახვილეთ ყურადღება ავეჯის, შპალერის და სხვა აქსესუარების შეძენისას.
მერწყული – ნარინჯისფერი
ეს ფერი მერწყულის ორიგინალურობას ხაზს უსვამს და სადღესასწაულო განწყობას ქმნის. ნარინჯისფერი გამა ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას და სტრესის მოხსნას. იდეალურია!
თევზები – ლურჯი
თევზებისთვის იდეალურია ლურჯი, იისფერი და ცისფერი ტონები. თევზების სამფლობელო უფრო მყუდრო გახდება, თუ წყლის და კოსმოსის ფერებში გააფორმებთ. მათი ფაქიზი ნატურა გარშემო სილამაზეს მოითხოვს.