სოციალურ ქსელში ძალიან სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა, მოულოდნელად გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზად გული სახელდება.
„ჩემო თბილო, ღიმილინო გოგოვ, საოცრად მზრუნველო, ყურადღებიანო დედავ, ყველაფერზე რომ პასუხს ამომწურად ითხოვდი. მიკვირს, ეს შენს თავს როგორ გადახდა. უსაშველოდ მტკივა გული, მტკივა შენი ოჯახის გასაჭირი, მენანება შენი შვილები ამ განსაცდელისთვის. იძინე მშვიდად, ჩემო კეთილო გოგოვ. მიყვარხარ .ყოველთვის ემახსოვრები სოფო ექიმს”, – წერს სოფო სულავა.
„დილას, ამ ხარება დღეს, უბანში ჩვენთან ერთად გაზრდილი უკეთილშობილესი გოგოს ზეცად გაფრენის ამბავი შევიტყვეთ.. მე არ ვიცი, რამდენს უძლებს ადამიანი, მაგრამ სამი შვილის დედა, რომელსაც ნაბოლარა ნიკოლოზი მხოლოდ ორმოცი დღის დარჩა, ზეციურ სამყაროს შეუერთდა…
უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, ეთულა. ჩემი ძმა და მამა დაგხვდებიან აუცილებლად, რადგან ძალიან უყვარდით თქვენ. სამყარო ტკივილით გაჟღენთილ ჯოჯოხეთს დაემსგავსა… ასე მოულოდნელად, ასე პატარას გული რამ გაგიჩერა, ეთულა…
უფალმა გააძლიეროს შენი ოჯახი ამ აუტანელი ტკივილის ჟამს. სამი ანგელოზი კი გაგიზარდოს და გიხაროს უფალმა. ძმის და მამის მერე ახლა ასე თუ მეტკინებოდა, არ მეგონა, ჩემო პატარა ფერია. მთელი უბანი ტირის, ეთულა, დედაშენი არც კი ვიცი, როგორ ვანუგეშო. ძალიან მიყვარხარ და ამ ხარებადღეს უფალმა ჩაგიხუტოს გულში, შენს ლამაზ ოჯახს კი შენი ლოცვა არ მოაკლოს უფალმა ზეციდან”, – დაწერა უფლებადამცველმა ინგა ბერიკაშვილმა სოციალურ ქსელში.
წყარო: რეზონანსი