სვეტლანა საჯაია 50 წლის მანძილზე მასწავლებლობდა ჭანიეთის საჯარო სკოლაში და მას აქ დაწყებითი განათლების პატრიარქი უწოდეს.
პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად, ის სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს ხელმძღვანელობდა. მისი შემოქმედებითი უნარები, ხელოვნებისამი სიყვარული, ბავშვებისადმი განსაკუთრებული მიდგომა, მუდამ გამოარჩევდა, როგორ განსაკუთრებული ხელწერის მასწავლებელს.
ახლა ის 87 წლისაა და საოცრად ენატრება სკოლა. უმეტეს დროს ტელეეკრანთან ატარებს და როგორც თავად გვითხრა, აფორიაქებულია, ტირის უკრაინის გამო, რომელიც აგრესორმა ცეცხლის ალში გაახვია.
“როცა მოვკვდე, ჩემის საყვარელ უკრაინაში დამასაფლავეთ, განიერ სტეპებს შორის გამითხარეთ სამარე”, _ იხსენებს უკრაინელი პოეტის ლექსს, რომელიც სასკოლო პროგრამაში ისწავლებოდა და ამ ჟესტით თანადგომას უცხადებს უკრაინას.
ვრცლად მალე გიამბობთ სვეტლანა საჯაიას შესახებ.
ავტორი