ახალი ზელანდია ოთხშაბათს, 13 აპრილს ევროპაში C-130H Hercules სატრანსპორტო თვითმფრინავსა და 50 დამხმარე პერსონალს ორი თვით განათავსებს – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანა წერს, ზელანდიის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუნდი გაემგზავრება მთელ ევროპაში და გადაიტანს აღჭურვილობასა და მარაგს უკრაინის სადისტრიბუციო ცენტრებში, მაგრამ თავად ქვეყანაში არ შევა.
პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა თქვა, რომ ახალი ზელანდიის მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას.
“ეს არის უკრაინის არმიის დახმარება, რათა მოიგერიონ სასტიკი რუსული შემოჭრა, რადგან ევროპის რეგიონში მშვიდობა აუცილებელია გლობალური სტაბილურობისთვის. ქვეყნის სუვერენიტეტზე ასეთი უხეში თავდასხმა არის საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის და ამიტომ ჩვენც უნდა გვქონდეს საკუთარი როლი ამ ყველაფერში“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
დოკუმენტის თანახმად, ახალი ზელანდია ასევე 8,8 მილიონ აშშ დოლარის წვლილს შეიტანს შემდგომი მხარდაჭერისთვის, რათა დაეხმაროს უკრაინას თავისი სამხედროებისთვის აღჭურვილობის შესყიდვაში.
ავტორი