11 მარტს, რუსეთის-უკრაინის ომის გამო, კანადამ რუსეთის თავდაცვის სექტორს სანქციებს დაუწესა. ინფორმაციას reuters ავრცელებს. ახალი შეზღუდვები რუსეთის თავდაცვის სექტორიდან 33 ორგანიზაციას შეეხო, რომლებიც რუსეთის სამხედრო ძალებს ირიბი ან პირდაპირი დახმარება გაუწიეს.
,,ამ ორგანიზაციებმა რუს სამხედროებს ირიბი ან პირდაპირი დახმარება გაუწიეს. შესაბამისად, ვლადიმირ პუტინის უაზრო ომის თანამონაწილენი არიან, რომელმაც ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. კანადა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგსა და მოქმედებების კოორდინაციას”. _ ნათქვამია განცხადებაში.
ომის დაწყებიდან კანადამ სანქციები 700-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა.
ავტორი