ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი პირველი დასავლელი ლიდერია, რომელმაც პუტინი პირადად ნახა უკრაინაში შეჭრის შემდეგ – ამის შესახებ NYT წერს.
როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება, რუსეთში ვიზიტისა და პუტინთან შეხვედრის შემდეგ, მან თქვა, რომ ის დაბრუნდა არა მხოლოდ პესიმისტური განწყობით სამშვიდობო პერსპექტივების მიმართ, არამედ იმის შიშით, რომ პუტინი აპირებს მკვეთრად გააქტიურებასა და ომის სისასტიკის გაგრძელებას.
კარლ ნეჰამერის თქმით, აშკარაა, რომ რუსული ძალები მობილიზებულნი არიან ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში. ამასთან პუტინთან 75-წუთიანი შეხვედრის შემდეგ ავსტრიის კანცლერმა თქვა, რომ ის იყო პირდაპირი და უხეში.
კანცლერის თქმით, მან უთხრა რუსეთის პრეზიდენტს, რომ სანამ უკრაინაში ხალხი იღუპება, “რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება და კიდევ უფრო გამკაცრდება”.
ავტორი