უკრაინის პარლამენტში, პრორუსული ფრაქციის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ საქმიანობა შეჩერებულია – გადაწყვეტილება უმაღლესი რადას დახურულ სხდომაზე მიიღეს. _ ამის შესახებ ukrainska pravda წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფრაქციამ მუშაობა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით შეწყვიტა.
„უკრაინის უმაღლეს რადაში OPZH ფრაქციის “სიცოცხლისთვის” საქმიანობა შეჩერებულია. ფრაქცია, ასევე, დატოვეს დეპუტატებმა: ანდრი ისაენკომ და ანატოლი ბურმიჩმა.
ukrainska pravda-ს ცნობით, პრორუსული ფრაქციის “სიცოცხლისთვის” დეპუტატების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ჯერ კიდევ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე წავიდა. 16 მარტის მდგომარეობით, საზღვარგარეთ 26 სახალხო დეპუტატი იმყოფებოდა.
ამასთან, ომის პერიოდში გაირკვა, რომ უკრაინის ადგილობრივ საბჭოებში პოლიტიკური ფრაქციის ბევრი წარმომადგენელი ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდა.