ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 10820 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10802 პაციენტი, გარდაცვლილია 83. აქტიურია ინფიცირების 18 შემთხვევა.