თეთრი სახლის სუვენირების მაღაზიამ ისტორიულ მომენტების სერიაში მეშვიდე სამახსოვრო მონეტა – პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის კონგრესისადმი სიტყვით მიმართვა, დაამატა.
თეთრი სახლის მიერ გამოცემული მონეტა $100 ეღირება და მიღებული თანხა სრულად უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის ფონდს გადაეცემა.
ზელენსკიმ კონგრესს 2022 წლის 16 მარტს მიმართა, სადაც 11 სექტემბრის ტრაგედია გაიხსენა.
“გაიხსენეთ პერლ ჰარბორი, 1941 წლის 7 დეკემბრის საზარელი დილა, როდესაც თქვენი ცა გაშავდა თვითმფრინავების შეტევისგან. უბრალოდ გაიხსენეთ ეს. გაიხსენეთ 11 სექტემბერი, 2001 წლის საშინელი დღე, როდესაც ბოროტებამ სცადა გადაექცია თქვენი ქალაქები, დამოუკიდებელი ტერიტორიები, ბრძოლის ველად. როდესაც უდანაშაულო ადამიანებს შეუტიეს, შეუტიეს ციდან. რადგან ამას არავინ ელოდა, თქვენ მის შეჩერებას ვერ მოახერხებდით. ჩვენი ქვეყანა ყოველ დღე იმავეს განიცდის”, – თქვა ზელენსკიმ.
ავტორი