უკვე ცამეტი წელია, ზუგდიდში, მაცხოვრის კარის სასაფლაოზე, 68 წლის დოდო ჯოხაძე, გარდაცვლილი შვილის, დავით (ჯაჯა) ჯანჯღავას სასაფლაოზე ცხოვრობს.
ამ ოჯახის ცხოვრება 2009 წელს ტრაგიკულმა შემთხვევამ შეცვალა _ ავტოსაგზაო შემთხვევას დათოს სიცოცხლე ემსხვერპლა. დედამ კი ეს უმძიმესი გადაწტყვეტულება მიიღო და შვილის დაკრძალვის დღიდან მის საფლავზე ცხოვრობს.
ქალბატონი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებით ხვდება და ტრადიაციას მან წელსაც არ უღატა და შვილს უკვე შეუღება წითელად კვერცხები. მისი თქმით, დათოს მეგობრებს ელოდება და განსაკუთრებულად უნდა დახვდეს.
ავტორი: მიხეილ ძიძიგური