რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „boom.ms“ გამოაქვეყნა ცნობილი ქართველი ნათელმხილველი ლელა კაკულიას პროგნოზი, რომელიც უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების მოსალოდნელ შედეგსა და პუტინის მომავალს შეეხება. ქართველი ნათელმხილველის მოსაზრება შემდეგნაირად ჟღერს:
„რუსეთთან დაპირისპირებაში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში ევროკავშირის ქვეყანაც გახდება, გაძლიერდება, ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ წამყვან ძალად ჩამოყალიბდება, პრეზიდენტი ზელენსკი კი მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსად გარდაიქმნება. უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარდა ყირიმსაც აუცილებლად დაიბრუნებს.
რუსეთი საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით აღდგენას ვერ შეძლებს. უფრო მეტიც, ქვეყნის შიგნით უმართავი პროცესები დაიწყება და სამოქალაქო ომში გადაიზრდება. თავდაპირველად დაძაბულობა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი ჩეჩნეთში დაიწყება. ამ დაპირისპირებაში რუსეთი დამარცხდება და ქვეყანა რამდენიმე დამოუკიდებელ რესპუბლიკად დაქუცმაცდება.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, მას მძიმე ბედი ელის. უკრაინაში განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის მართვის სადავეები ხელიდან გამოეცლება და ბოლოსა და ბოლოს მისი სიცოცხლეც დასრულდება. რაც საინტერესოა, მის გარდაცვალებაში მუსულმანის ხელი იქნება გარეული. უკრაინა უპირობოდ კი გაიმარჯვებს, მაგრამ იმ დრომდე არაერთი განსაცდელის გადატანა და დიდი მსხვერპლის გაღება მოუწევს“, – ასეთია ქალბატონი ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება.
ავტორი