,,რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირთან ნავთობის მიყიდვით მიღებული შემოსავალი თითქმის გააორმაგა. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდული ნავთობის მოცულობა შემცირდა, ფასის ზრდის შედეგად გაიზარდა შემოსავალიც,“– ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (Centre for Research on Energy and Clean Air (CREA-ის) მიერ გემების მოძრაობისა და ტვირთების ანალიზის მიხედვით, რუსეთმა, შეჭრის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის ექსპორტიდან დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მიიღო.
უკანასკნელ ორ თვეში ევროკავშირმა რუსეთს ენერგორესურსისთვის €44 მილიარდი გადაუხადა. შედარებისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა რუსეთთან ენერგორესურსებისთვის ვაჭრობაში ჯამში €140 მილიარდი, თვეში დაახლოებით საშუალოდ 12 მილიარდი ევრო დახარჯა.
The Guardian წერს, რომ კვლევა აჩვენებს, რომ მაშინაც კი, როცა მთავრობები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ვლადიმირ პუტინის მცდელობას, გამოიყენოს ნავთობი და გაზი ეკონომიკურ იარაღად, რუსეთი კვლავ იღებს სარგებელს ევროკავშირის ენერგომომარაგებით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ექსპორტი შემცირდა ომისა და სანქციების გამო, ქვეყნის დომინანტურობამ, როგორც გაზის წყაროს, მიწოდების შეწყვეტამ მხოლოდ გაზარდა ფასები, რომლებიც უკვე მაღალი იყო მჭიდრო მიწოდების გამო, რადგან გლობალური ეკონომიკა გამოჯანმრთელდა Covid-19 პანდემიისგან. CREA-ის მონაცემებით, რუსეთიდან უცხოურ პორტებში ნედლი ნავთობის მიწოდება აპრილის პირველ სამ კვირაში, იანვარსა და თებერვალთან შედარებით, 30%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ სანქციებისა და ომის გამო რუსეთიდან ენერგორესურსთა ექსპორტი შემცირდა, ფასის ზრდის ხარჯზე რუსეთის შემოსავალი მაინც იზრდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ენერგოკომპანიათა დიდი ნაწილი სამთავრობოა, მიღებული შემოსავლით პირდაპირ რუსეთის ფედერაცია სარგებლობს.
CREA-ის მკვლევრის, ლაური მილივირტას თქმით, იმისათვის, რომ დასუსტდეს პუტინის ომის მანქანა, საჭიროა, ევროკავშირმა შეწყვიტოს რუსული ნავთობის მოხმარება.
მისი თქმით, ნაღდი ფული აძლიერებდა პუტინის საომარ მცდელობებს და მისი ომის მანქანის გამორთვის ერთადერთი გზა იყო წიაღისეული საწვავისგან სწრაფად უარის თქმა.
„წიაღისეული საწვავის ექსპორტი არის პუტინის რეჟიმისა და მრავალი სხვა თაღლითი სახელმწიფოს მთავარი ხელშემწყობი. ენერგეტიკული იმპორტის გაგრძელება არის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი ხარვეზი. ყველა, ვინც ყიდულობს ამ წიაღისეულ საწვავს, არის თანამონაწილე საერთაშორისო სამართლის საშინელ დარღვევაში, რომელსაც ახორციელებს რუსი სამხედროები“. – თქვა მილივარტამ.
კამპანია Global Witness-ის უფროსმა მრჩეველმა ლუის ჯეი უილსონმა თქვა, რომ რუსეთის მზადყოფნა დაარღვიოს საკუთარი კონტრაქტები ნიშნავს, რომ ბიზნესებს ახლა არ აქვს საბაბი რუსეთთან ვაჭრობის გასაგრძელებლად.
„წიაღისეული საწვავის მსხვილმა მწარმოებლებმა და სასაქონლო მოვაჭრეებმა, რომლებიც აგრძელებენ ვაჭრობას რუსული წიაღისეული საწვავით და აცხადებენ, რომ ისინი იძულებულნი არიან ეს გააკეთონ, თავიანთი გრძელვადიანი კონტრაქტებით. უნდა გაითვალისწინონ მათ მიერ დადებული ხელშეკრულებების ღირებულება რუსულ სუბიექტებთან. რუსეთი მზადაა გააფუჭოს ეს კონტრაქტები საკუთარი ომის მხარდასაჭერად, თუმცა ევროპული კომპანიები თითქოს იძულებულნი არიან განაგრძონ ომის დანაშაულების დაფინანსება მათდამი პატივისცემის გამო,” – თქვა მან.
CREA-ს მონაცემებმა აჩვენა, რომ წიაღისეული საწვავის მრავალი კომპანია აგრძელებდა რუსეთთან დიდი მოცულობის ვაჭრობას , მათ შორის BP, Shell და ExxonMobil.
გერმანია იყო უმსხვილესი იმპორტიორი ბოლო ორი თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შეწყვეტა პრიორიტეტული იყო. ამ პერიოდში ქვეყანამ იმპორტისთვის დაახლოებით 9 მილიარდი ევრო გადაიხადა. ასევე იტალია და ნიდერლანდები მსხვილი იმპორტიორები იყვნენ, შესაბამისად. რადგან ეს ქვეყნები ამუშავებენ ძირითად პორტებს, რომლებიც იღებენ პროდუქტებს გადამუშავებისა და გამოყენებისთვის ქიმიურ მრეწველობაში, ასევე შიდა მოხმარებისთვის.