კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააფრთხილა უკრაინის და სხვა ქვეყნების, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, იარაღით „გადატუმბვა“ და განაცხადა, რომ ეს საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას და რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებას.
კრემლის პრესპიკერი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ აუცილებელია იარაღის მიწოდება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მოლდოვასთვის, საქართველოსთვის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის.
“თავისთავად, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში იარაღის, მათ შორის მძიმე იარაღის გადატუმბვის ტენდენცია არის ის ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, იწვევს არასტაბილურობას” – თქვა პესკოვმა.
ავტორი