რუსეთის გარშემო მყოფ ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ, სანამ რუსეთში არსებული რეჟიმი არ შეიცვლება. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა AP News-თან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი გადმოსახედიდან, სანამ დღევანდელი რეჟიმი იქნება ხელისუფლებაში, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს გარკვეულწილად საფრთხე ემუქრება. არა მხოლოდ პუტინი, არამედ მთელი რეჟიმი უნდა შეიცვალოს. რადგან, მოგეხსენებათ, ერთმა შეიძლება შეცვალოს პუტინი და შეიძლება შეცვალოს მისი ახლო წრე, მაგრამ სხვა პუტინი შეიძლება დადგეს მის ადგილზე. ასე რომ, სანამ რეჟიმი, რომელიც აპირებს ომების წარმოებას რუსეთის ტერიტორიის გარეთ, არსებობს, მის გარშემო მყოფ ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ.
„2008 წელს საქართველოში ომის შემდეგ კი 2014 წელს, როცა უკრაინაში პირველი ომი დაიწყო, ეს არის ის, რომ რუსეთი აგრესიული ქვეყანაა. ეს ძალიან ნათელია”,_ განაცხადა ლანდსბერგისმა.