უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დეტალური დაკითხვა დაიწყეს იმისთვის, რომ მათი მშობლები ტყუილებში გამოიჭირონ. ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
“მარიუპოლიდან ბოლოს ევაკუირებულმა ადამიანებმა გვითხრეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ბავშვების დაკითხვაც დაიწყეს. მშობლების თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ, იწყებენ მათ დაკითხვას დეტალებთან დაკავშირებით. ცდილობენ, რომ ბავშვების მშობლები ტყუილებში გამოიჭირონ”, – ამბობს ანდრიუშჩენკო.
ავტორი