უკრაინაში ომის დაწყების მერე პენტაგონის ხელმძღვანელი რუსეთის თავდაცვის მინისტრს პირველად ესაუბრა.
როგორც Aljazeera იუწყება, ლოიდ ოსტინმა მოუწოდა “დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი”.
“მე მოვუწოდე დაუყონებლივ შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინაში და ხაზი გავუსვი კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობას”, – განაცხადა ოსტინმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა არაერთხელ სცადა შოიგუსთან საუბარი, მაგრამ ოფიციალური პირების თქმით, რუსული მხარე დიალოგით დაინტერესებული არ აღმოჩნდა.