რუსეთის ტერიტორიიდან სუმის რეგიონის დაბომბვა გრძელდება, – ამის შესახებ სუმის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ დიმიტრი ჟივიცკიმ ტელეგრამის არხზე განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა მიმდინარეობს შოსტკას რაიონის ჩრდილოეთით, სერედინო-ბუდას რაიონში კი, სახელმწიფო საზღვრის გარღვევის მცდელობაა.
,,დაახლოებით 5 დარტყმა გაისმა რაიონში. დაახლოებით 70 აფეთქება მოხდა ბოიარ-ის მიმართულებით. სოფიკის დასახლების ტერიტორიაზე 6 აფეთქება დაფიქსირდა“, – დაწერა ჟივიცკამ.
ჟივიცკის თქმით, საზღვრის გასწვრივ არის ხანძარი, რომელიც გამოწვეულია მტრის დაბომბვით.
ავტორი