“ეს არც ჩინეთია და არც შრილანკა, არც ვიეტნამი ან ჩაის რომელი სხვა აზიური ქვეყანა…
– ეს ჩემი გურიაა”,_ ამ მინაწერით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი კახა მშვიდობაძე.
“დოკუმენტური ფილმის გადაღების ფარგლებში ვეწვიე ოზურგეთს და Greengold – გრინგოლდი-ს ჩაის პლანტაციას, ხოდა ამ ფილმის გადაღების პროცესში ერთი-ორი კადრის ჩაჩხაკუნებაც მოვასწარი ჩემი ახალი კამერით.
თურმე ნამდვილი ქართული ჩაი აქამდე არ დამილევია”,_ წერს მშვიდობაძე.