რუსმა ტანმოვარჯიშემ, ივან კულიაკმა, რომელიც მსოფლიო თასის ტურნირის დაჯილდოებაზე საომარი სიმბოლიკით (Z) გამოვიდა, 1-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის შესახებ CNN წერს.
ტელეკომპანიის იმფორმაციით, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კულიაკმა მედალი უნდა დააბრუნოს.
20 წლის ბიჭს მარტში ტანვარჯიშის მსოფლიო თასზე უკრაინის წარმომადგენლის ილია კოვტუნის გვერდით იდგა, სადაც სიმბოლო ,,Z” სიმბოლო ქონდა. კოვტუმნა ოქროს მედალი მოიპოვა, მან კი ბრინჯაოს.
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ გააკრიტიკა კულიაკი მისი “შოკისმომგვრელი ქცევისთვის” და ახლა ტანვარჯიშის ეთიკის ფონდმა 12 თვით აკრძალვა დაუწესა.
Z სიმბოლოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში ომის დროს ტექნიკის მოსანიშნად იყენებენ. რუსული პროპაგანდა Z-ს უკრაინაში შეჭრის სიმბოლოდ წარმოაჩენს.
ავტორი