მაღალი არტერიული წნევის განვითარების შემთხვევათა 30% ასოცირებულია მარილის ჭარბ მოხმარებასთან,_ ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
“მარილის ჭარბმა რაოდენობამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. გართულებების პრევენცია შესაძლებელია მარილის ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმით.
მაისის გაზომვების თვის (MMM 2021) ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 47.8%, მათ შორის 10%, გაუსინჯავად ამატებს მარილს უკვე გამზადებულ საკვებს”,_ ამბობენ ცენტრში და საზოგადოებას მარილის მოხმარების შემცირებისკენ და არტერიული წნევის კონტროლისკენ მოუწოდებს.