რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია სამშობლოში ჩამოასვენეს. მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ.
მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი პანაშვიდი და სამძიმრის გამოცხადება შედგება დღეს, ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში, დილის 10 საათიდან 16 საათამდე.
უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა – დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა და რატი შურღაია.