“ქართულმა მედიცინამ უდიდესი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბაადურ მოსიძე”,_ ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულკი ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, ბაადურ მოსიძე 1947 წელს დაიბადა სოხუმში.
1971–1975წწ. იყო სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1975–1988წწ. მუშაობდა ლენინგრადის ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1985-1988წწ. ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგი; 1988-1990წწ. ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1989 წლიდან არის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ონკოლოგიის კათედრის გამგე; 1990-2012წწ. I კლინიკური საავადმყოფოს თორაკოაბდონიმალური კლინიკის ქირურგი; 1996 წლიდან ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2011-2012წწ. I კლინიკური საავადმყოფოს თორაკოაბდონიმალური ქირურგიის მიმართულების ხელძღვანელი; 2012 წლიდან შ.პ.ს “კარაპს მედლაინი”-ის ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი. ავტორია 86 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ზოგადი ქირურგიის, ტრანსპლანტაციის, ონკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო და ორი სადოქტორო დისერტაცია. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1991 წელს მიიღო გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი, 1990 წელს აშშ ქირურგთა კოლეგიის ფულადი ჯილდო და სერტიფიკატი, მიღებული აქვს ასევე ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი.
“გურია ნიუსი” უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.