ცოტა ხნის წინ, აშშ-ში გამოქვეყნდა იმ წიგნების სია რომელთა წაკითხვაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ამერიკელი ფსიქოლოგების მტკიცებით, ეს წიგნები ნებისმიერმა საღად მოაზროვნე პიროვნებამ შორს უნდა გადადოს და ხელში არც ერთხელ არ აიღოს. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.
ამ ნუსხაში პირველობა არავის დაუთმო ცნობილი „ბელეტრისტების“ კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ნაწარმოებმა „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“.
ოკეანისგაღმელი მეცნიერები გვაფრთხილებენ, თუ ამ წიგნს გავეცნობით, ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება. ამ შრომის ავტორები ცოცხლები დიდი ხანია აღარ არიან, ამიტომ მკურნალობის ხარჯებს მათ ვერ დავაკისრებთ.
ადოლფ ჰიტლერს განგებამ მძიმე ბედი არგუნა. გერმანული ნაციზმის იდეოლოგის ნაშრომი „Mein Kampf“ („ჩემი ბრძოლა“) დღეს ადამიანების გარკვეულ წრეებში კვლავ განსაკუთრებით პოპულარულია, მაგრამ თუ მშვიდი ცხოვრება გსურთ, ამ წიგნს ახლოსაც არ უნდა გაეკაროთ.
ჩინელმა მაო ცზედუნმა თავის დროზე თანამემამულეებს ე. წ. „კულტურული რევოლუცია“ მოუწყო და რამდენიმე მილიონი ადამიანი გაჟლიტა. ამის მიუხედავად ჩინეთში დიდი მაოს გამონათქვამთა და აზრების კრებულს დღესაც ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს. ჩინელებმა საკუთარი თავისა იკითხონ, ამერიკელი ფსიქოლოგები კი გირჩევენ, რომ ეს ნაშრომი ხელში არ აიღოთ.
კარლ მარქსის „კაპიტალი“ კაპიტალისტური წყობის მანკიერებებს ქადაგებდა, ამავდროულად მკითხველს კომუნიზმის გამარჯვების ეკონომიკურ წინაპირობებზე მოუთხრობდა. რასაკვირველია „კაპიტალისტების“ მსახური ამერიკელი მეცნიერები, ამ შრომის წაკითხვას ნებისმიერი ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანს კატეგორიულად არ ურჩევენ.
ამ სიაში მოხვდა ფრიდრიხ ნიცშეს წიგნიც, „სიკეთისა და ბოროტების მიღმა“. გაგიკვირდებათ და ეს ნაშრომიც თქვენი ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ის ადამიანის თეორიის პროპაგანდას ეწევა. ამერიკელების რეკომენდაციით გირჩევთ, რომ მისგან თავი შორს დაიჭიროთ.
ავტორი